საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა
19-08-2022, 11:56 - 2022
663

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამთენიისას საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრა, თბილისის დროით 03:18 საათზე, სოფელ სამებასთან იყო. მისმა სიმძლავრემ 3.6 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ცნობისთვის, სოფელი სამება სეისმურად აქტიურ ზონაშია. დასახლება ვულკანური წარმოშობის ჯავახეთის ქედთან ყველაზე ახლოს მდებარეობს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა