განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

„ექსპო ჯორჯიასთან“ აქციაზე დაკავებული აქტივისტებიდან 8 გაათავისუფლეს

„ექსპო ჯორჯიასთან“ აქციაზე დაკავებული აქტივისტებიდან 8 გაათავისუფლეს
16-01-2021, 15:37
ავტორი: მერი ტაბატაძე

ექსპო ჯორჯიასთან“ აქციაზე დაკავებული 9 აქტივისტიდან 8, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

საპროტესტო აქციამ წერეთელზე გადაინაცვლა, სადაც აქციაზე დაკავებული მე-9 პირი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ექსპო ჯორჯიაში“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს დამტკიცების პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა.

აქციაზე დაპირისპირება იყო, სადაც სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტებს ბანერის გაშლის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით სამოქალაქო აქტივისტებმა სამტრედიის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რასაც მათი დაკავება მოყვა.

გაზიარება
მოინახულეს 102-ჯერ
კომენტარები