„ენმ“ საგანგებო განცხადებას აკეთებს

„ენმ“ საგანგებო განცხადებას აკეთებს
21-07-2022, 01:36 - 2022
692

„ენმ“ კარლ ჰარცელს მადლობას უხდის.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

დღეს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოში ოთხწლიანი დიპლომატიური მისია დაასრულა. 
მადლობას ვუხდით ბატონ ელჩს საქართველოსა და მისი მოქალაქეების თანადგომისთვის, იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიუხედავად არსებული რთული ვითარებისა, ხელისუფლების ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკისა, მიმართული იყო საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და ღირებულებების დაცვის, ჩვენი თანამოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისკენ. 
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ინტეგრაცია არის ფუნდამენტური იდეა და მთავარი მიზანი. ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნება არის საქართველოს თავისუფლების, მშვიდობის, განვითარებისა და უსაფრთხოების გარანტი. ამ პროცესში კი, ბატონი ელჩის როლი უმნიშვნელოვანესი იყო. 
წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ კარლ ჰარცელს მის შემდგომ საქმიანობაში და დარწმუნებულები ვართ, რომ ყოველთვის და ყველგან დარჩება საქართველოს გულშემატკივრად
“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა