იაპონიაში კოვიდ-19-ის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოვიდ-19-ის ახალი შტამი ბრაზილიიდან შემოსულ ოთხ მოქალაქეს დაუდასტურდა.
ახალი შტამი პირველად ფიქსირდება იაპონიაში, თუმცა არსებული ინფორმაციით, გარკვეული მსგავსებები აქვს ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ შტამებთან.
ამ დროისთვის ვირუსის ახალ სახეობაზე მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება, ასევე ჯერ არ დადგენილა რამდენად ინფექციურია ან რამდენად მოქმედებს მასზე ამჟამინდელი ვაქცინა.
იაპონიაში კოვიდ-19-ის ახალი შტამი აღმოაჩინეს - ვირუსი აქამდე აღმოჩენილებისგან განსხვავდება
10-01-2021, 18:41
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
გაზიარება
მოინახულეს 119-ჯერ