მალგორზატა გოშიევსკა: ერთი ოლიგარქის თავგასულობის გამო არ შეიძლება დაისაჯოს ქართველი ხალხი - მხარს ვუჭერ ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებას

მალგორზატა გოშიევსკა: ერთი ოლიგარქის თავგასულობის გამო არ შეიძლება დაისაჯოს ქართველი ხალხი - მხარს ვუჭერ ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებას
17-06-2022, 12:49 - 2022
566

„არ შეიძლება ხალხის და ქვეყნის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილისა და პრორუსული განწყობების გამო“, - ეს განცხადება პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა გააკეთა.
 
მალგოჟეტა გოშევსკა ამბობს, რომ მხარს უჭერს ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებას, თუმცა არა ქართველი ხალხის დასჯას:
 
ქართული საზოგადოება აბსოლუტური უმრავლესობით ხარს უჭერს ევროინტეგრაციას, ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად მკაფიოდ გამოხატავენ მოწოდებასა და მზაობას იმისკენ რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მიუხედავად ქვეყანაში არსებული შიდა დაძაბულობისა. გუშინ შევხვდი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და მათ კიდევ ერთხელ დამიდასტურეს თავიანთი მკაფიო პოზიცია.  მე მინდა პირადად განვაცხადო რომ მხარს ვუჭერ ასეთ მიდგომას და ვაცხადებ, რომ არ შეიძლება ხალხის და ქვეყნის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილისა და პრორუსული განწყობების გამო. ამიტომ სრულიად ვუჭერ მხარს ევროპული პარლამენტს განცხადებასა ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე“, - ამბობს გოშევსკა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა