კობახიძე: სამწუხაროდ, ზურაბიშვილი რაღაცებში არ გვიჯერებს ხოლმე

კობახიძე: სამწუხაროდ, ზურაბიშვილი რაღაცებში არ გვიჯერებს ხოლმე
16-06-2022, 23:47 - 2022
532

„სამწუხაროდ, ზურაბიშვილი რაღაცებში არ გვიჯერებს ხოლმე“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ ჩატარებულ აქციას.
 
მან ასევე აღნიშნა, როდესაც მოსახლეობის 85% ევროინტეგრაციას მხარს უჭერს და აქციაზე 300 კაცს გამოიყვან ეს დანაშაულია.
 
ჩვენი განმარტება რაც იყო, ის გამართლდა. ჩვენ ვთქვით, რომ აქცია აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო. საქართველოშ ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის 85% და დღეს აქციაზე მისული იყო 300 ადამიანი, საიდანაც 200-ზე მეტი იყო პრეზიდენტი, ელჩები, ჟურნალისტები, პოლიციელები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.
 
როდესაც ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ, ვიღაცას უნდა შეეკითხო. ელემენტარული ტექნიკური მხარე ავიღოთ, ვიღაცას ხომ უნდა გაეფრთხილებინა მერია, რომ უნდა შეზღუდულიყო მოძრაობა. ასეთი გაფრთხილება ინიციატორის მხრიდან თუ არაა, მერია ასეთ ზომას ვერ მიიღებს. არც მოძრაობა იყო შეზღუდული, არც ხალხი იყო მისული. რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო ეს ინიცატივა და პირიქით, იქნებოდა კონტრპროდუქტიული, ასეთ ინიციატივაში ვერ მივიღებდით მონაწილეობას. 300-კაციანი აქცია არის სრულად აცდენილი რეალობა, რაც არის საქართველოში, რადგან არა 300 კაცი, არამედ, 3.7 მილიონი ქართველიდან 85% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას. 3.5 მილიონამდე ქართველი უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და ამ დროს ვხედავთ, რომ 300 კაცი მიდის აქციაზე.
 
სამწუხაროდ, არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი და თვითონ უბრუნდება მერე ეს ყველაფერი ცუდად...
 
როდესაც ევროინტეგრაციას მხარს 85% უჭერს მხარს და 300 კაცი გამოგყავს, ეს შეცდომაც არ არის, ეს არის პირდაპირ დანაშაული, ასე ვიტყოდი
“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა