უნგრეთი ნატო-ს შემდგომ დანაყოფებს არ მიიღებს

უნგრეთი ნატო-ს შემდგომ დანაყოფებს არ მიიღებს
10-02-2022, 14:01 - 2022
452

უნგრეთი არ მიიღებს ნატოს შემდგომ ჯარებს უკრაინის კრიზისის დაკავშირებით, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ „ევრონიუსთან“ განაცხადა. 
 
„ჩვენ ამაზე არ დავთანხმდით და არც დავთანხმდებით, რადგან ნატოს ჯარები უკვე გვყავს ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს არის უნგრეთის არმია და უნგრეთის შეიარაღებული ძალები. ასე რომ, ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი ჯარები უნგრეთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

შეგახსენებთ რომ, უკრაინაში არსებული ვითარების გამო, შეერთებულმა შტატებმა გაგზავნა დამატებითი ჯარისკაცები პოლონეთსა და რუმინეთში, ხოლო გერმანიამ გააძლიერა ჯარისკაცების რაოდენობა ლიტვაში. ნატოს ჯარები უკვე განლაგებულია ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში, ისევე როგორც პოლონეთში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა