გორში, ე.წ ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრები სოც. დაუცველები აქციას მართავენ

გორში, ე.წ ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრები სოც. დაუცველები აქციას მართავენ
10-02-2022, 11:52 - 2022
597

გორში, ე.წ ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. 

ადგილობრივების განცხადებით, შენობა, სადაც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს.

მათი თქმით, არაერთხელ მიმართეს გორის მერიას, თუმცა მათი მხრიდან რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.

„ინგრევა, სინკარები ჩამოიწია, უკანა მხარეს სულ ჩამოშლილია კედლები. მივმართე მერიას, შიოშვილთან ვიყავი, არ არის ბიუჯეტი, რომ ბინა შეგიძინოთ“, - აცხადებენ ადგილობრივები.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა