„ყველაფერს ფარდას ავხდი“ - ღარიბაშვილის საგანგებო განცხადება

„ყველაფერს ფარდას ავხდი“ -  ღარიბაშვილის საგანგებო განცხადება
11-06-2022, 13:32 - 2022
1 837

„თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ დაელოდება 23-24 ივნისს და შემდეგ ჩააბარებს ხალხს ანგარიშს.
 
მე ამ ეტაპზე მინდა, შევინარჩუნო პოლიტკორექტულობა და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ უფრო მეტი ვისაუბრო, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგა, ვალდებული ვიქნები, რომ ჩემს ხალხს ჩავაბარო ანგარიში.

23-24 ივნისს დაველოდები, მანამდე მე, უბრალოდ, შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე.

თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე ასე ვთქვათ, შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი
“, - განაცხდა ღარიბაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა