„არავის ეპატიება ქვეყნის ინტერესზე მაღლა დადგომა“ - გახარია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე

„არავის ეპატიება ქვეყნის ინტერესზე მაღლა დადგომა“ - გახარია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე
9-06-2022, 20:45 - 2022
748

„ევროპარლამენტის რეზოლუცია მძიმეა საქართველოსთვის არაერთ ასპექტში“,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
 
როგორც გახარია განმარტავს, რეალური საფრთხეა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და რაზეც ოცნებობენ ჩვენი შვილები, ხელიდან იქნეს გაშვებული.
 
ევროპარლამენტის რეზოლუცია მძიმეა საქართველოსთვის არაერთ ასპექტში, თუმცა, სანამ ხელისუფლება და ნაციონალური ოპოზიცია ცდილობს რეზოლუციის მთავარ გზავნილად ერთი კაცის სანქცირება და მეორე კაცის პატიმრობა წარმოაჩინოს, ვკარგავთ სახელმწიფოსთვის მთავარს:
 
ევროპარლამენტმა ევროკავშირის ინსტიტუტებს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის უპირობოდ მინიჭებისკენ, ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად მუშაობისკენ მოუწოდა!
 
დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი საფრთხეა, საქართველო მოწყდეს უკრაინას და მოლდოვას, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში, „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში, ევროკავშირის გაფართოების საკითხი განიხილებოდა და სადაც საქართველო უპირობო ლიდერი იყო.
 
რეალური საფრთხეა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და რაზეც ოცნებობენ ჩვენი შვილები, ხელიდან იქნეს გაშვებული.
 
„ოცნება“ მზად არის ნებისმიერი ფასად ძალაუფლება შეინარჩუნოს, ხოლო ნაციონალური ოპოზიცია მზად არის ნებისმიერი ფასად ძალაუფლება დაიბრუნოს. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის გადასარჩენად და ნებისმიერ ფასად ჩვენს შვილებს თავისუფლება და ევროპული მომავლის პერსპექტივა შევუნარჩუნოთ!
 
არავის ეპატიება ქვეყნის ინტერესზე მაღლა დადგომა! ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობა მძიმე ფასი დაუჯდება ყველას და ვერავინ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა!
“,- წერს გახარია.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა