სიღნაღში მომხდარი მკვლელობის დეტალები

სიღნაღში მომხდარი მკვლელობის დეტალები
31-01-2022, 08:53 - 2022
690

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში 68 წლის ქალი მოკლეს. მკვლელობა სავარაუდოდ, ძარცვას უკავშირდება.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მსხვერპლს სახლში დაელოდა და შინ შესულს დანის გამოყენებით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის მოგვიანებით სამართალდამცავებმა თბილისში დააკავეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა