ხულოში კაცს სავარაუდოდ, დათვი დაესხა თავს

ხულოში კაცს სავარაუდოდ, დათვი დაესხა თავს
28-05-2022, 14:07 - 2022
697

ხულოში, სოფელ რაქვთაში მამაკაცს სავარაუდოდ, დათვი დაესხა თავს. 
 
ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
 
მედიის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც შუახნის კაცი ტყეში საქონლის მოსაყვანად მარტო იყო გასული. ის უგონო მდგომარეობაში ახლობლებმა ტყეში იპოვეს.
 
დაშვებული კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. კლინიკის განცხადებით, დაზიანებები შესაძლოა, დათვის თავდასხმას არ უკავშირდებოდეს და მამაკაცს დაცემისგან ჰქონდეს მიღებული, რადგან ბრჭყალის ნაკვალევი არ აღენიშნება.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა