უგულავა გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას ოპოზიციური ერთობა, სადაც „ენმ“ „ქოლგა პარტია“ იქნება

უგულავა გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას ოპოზიციური ერთობა, სადაც „ენმ“ „ქოლგა პარტია“ იქნება
8-02-2022, 11:31 - 2022
758

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას ახალი ოპოზიციური ერთობა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ „ქოლგა პარტია“ იქნება.

მისი თქმით, ეს იქნება ერთობა, სადაც სხვადასხვა ოპოზიციური ფრაქცია გაერთიანდება, თუმცა ისინი იდენტობას არ დაკარგავენ და კონკურენციასაც შეინარჩუნებენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელიც მემკვიდრეა ეროვნული მოძრაობის ხაზის, რომელიც დღევანდლობაში ებრძვის საბჭოურ გადმონაშთს, როგორიც არის „ქართული ოცნება“. აქედან გამომდინარე, ის არის დიდი პარტია, ქოლგა პარტია, ეს არის ტერმინი, რომელიც ამერიკაში გამოიყენება. ეს არის პარტია, სადაც არსებობს რამდენიმე ფრაქცია რომელიც ერთმანეთს კონკურენციას უწევს, ეს არის საჯარო, ღია“, - განაცხადა გიგი უგულავამ „ტვ პირველთან“.

უგლავას ინიციატივას ჯერჯერობით მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია გამოეხმაურა და ამ ერთობაში გაერთიანება გამორიცხა. ჯერ უცნობია, რა პოზიცია ექნებათ სხვა ოპოზიციურ პარტიებს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა