იანვარში ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 35%-ით გაიზარდა

იანვარში ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 35%-ით გაიზარდა
8-02-2022, 10:14 - 2022
460

იანვარში ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდო სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35%-ით გაიზარდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარში ექსპორტის შედეგად მიღებულია 21.8 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალი. 

„აღნიშნულ პერიოდში, საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5.3 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ქართული ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს; ექსპორტით მიღებულია 11.6 მლნ აშშ დოლარი, ზრდამ 43%-ს მიაღწია“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთანავე, ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებშიც: უკრაინა 93% (574566), ყაზახეთი 106% (99672), ჰოლანდია 74% (18270), შვედეთი 234% (19590), რუსეთი 34% (3204979), მონღოლეთი 23% (40884) და სხვა. 

ცნობისთვის, საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 123-მა კომპანიამ განახორციელა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა