ბათუმის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი დგას

ბათუმის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი დგას
3-05-2022, 12:44 - 2022
781

რუსული დროშის ქვეშ მცურავი, "ეს-ვი-ელ პრაიდი", (SVL PRIDE ) საქართველოში, გუშინ, დაახლოებით საღამოს 6 საათზე, პორტ "კავკაზიდან" შემოვიდა. 


გავრცელებული ინფორმაციით, გემმა სანქცირებული ნავთობი შემოიტანა, რომელიც რუსულ სანქცირებულ კომპანიას ეკუთვნის. 

ინტერნეტსაიტზე, სადაც ყველა ხომალდის მონაცემები ფიქსირდება აღნიშნულია, რომ SVL PRIDE არის რუსეთში რეგისტრირებული ხომალდი, ის ამჟამად ბათუმის პორტში დგას.

ბათუმის ნავსადგურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გემი ბათუმის ნავთობტერმინალის კონტროლის ქვეშ არის.

თავად ნავთობტერმინალის ხელმძრვანელი, ლევან გურგენიძე კი ამბობს, რომ მისთვის უცნობია გემის წარმომავლობა, მაგრამ ამტკიცებს, რომ ხომალდმა ნამდვილად ჩამოიტანა ნავთობპროდუქტი.

"ხომალდი რომელი დროში ქვეშ არის, ჩვენი კომპეტენციის მიღმაა. საბოლოო დანისშულების ადგილს ვერ გეტყვით, ეს არის ყაზახური წარმოშობის ნავთობი. ყაზახურ ნავთობტერმინალში რომ ყაზახური ნავთობი ხვდება, ამაში უცნაური არაფერი უნდა იყოს. მილსადენების გააქტიურების ფონზე ეს ნავთობი დაიკარგა საქართველოს დერეფნიდან და ახლა ბოლო ცნობილი მოვლენების ფონზე გადაწყვიტა მესაკუთრემ, რომ ტვირთი გამოეშვა ჩვენს დერეფანში",- ამბობს ნავთობტერმინალის ხელმძღვანელი, ლევან გურგენიძე. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა