თბილისში ბუნებრივი აირის მიწოდება ორი დღით შეწყდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

თბილისში ბუნებრივი აირის მიწოდება ორი დღით შეწყდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი
1-05-2022, 11:00 - 2022
1 793

თბილისში ბუნებრივი აირის მიწოდება ორი დღით შეწყდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 3 მაისის 05:00-დან 5 მაისის 07:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება მუხიანის I, II, III, IVა და IV ბ მიკრორაიონებს, ასევე გობრონიძის ქუჩასა და მუხიანის აგარაკებს (ნოზაძის, გამარჯვების, სამეგრელოს, იაკობის, გრემის, მუხის, კალოუბნის, დაისის, საზანოს, 26 მაისის, ბორჯომისა და ალავერდის ქუჩებს, ვარდისუბნის ქუჩას მიმდებარე ჩიხებით).

მ/წ 3 მაისის 05:00-დან 5 მაისის 07:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეწყდება თემქაზე -ავშნის, ნუშის, მონადირის, ფირცხალავას, ანტონ II-ის, გაგილაძის, ფრანგიშვილის, ზღვის, ექიმების, ავალიშვილისა და ისააკიანის ქუჩებზე.

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, მ/წ 3 მაისის 05:00დან 5 მაისის 07:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გლდანის I მ/რ-ის IIIა და IVა კორპუსებს.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპნია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა