დავით კირკიტაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

დავით კირკიტაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს
5-02-2022, 13:37 - 2022
467

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ლუაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა კირკიტაძისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ცნობისთვის, საუბარია რუსთავში, 2021 წლის 24 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაზე. დავით კირკიტაძეს ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კირკიტაძე ბრალდებას არ ეთანხმება.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა