სკანდალური ინფორმაცია - საქართველოში დააკავეს ФСБ-ს აგენტი, რომელიც მზადაა ისაუბროს რუსეთის გეგმებზე საქართველოში

სკანდალური ინფორმაცია - საქართველოში დააკავეს ФСБ-ს აგენტი, რომელიც მზადაა ისაუბროს რუსეთის გეგმებზე საქართველოში
8-04-2022, 23:47 - 2022
9 640

ქართულ ციხეში 1 წელზე მეტია, რაც რუსეთის ФСБ-ს აგენტი ზის.
 
ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო ბიურო ავრცელებს.
 
26 წლის მამაკაცი 1 წელია ამტკიცებს, რომ რუსული სპეცსამსახურების აგენტია და მზადაა დეტალურად ილაპარაკოს ФСБ-ს გეგმებზე, რომელიც საქართველოს ძირის გამოთხრას უკავშირდება, თუმცა ამ დრომდე არც მინისტრი გომელაური და არც სუს-ის უფროსი ლილუაშვილი ამ ინფორმაციით არ დაინტერესებულა.
 
სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 26 წლის მამაკაცის ექსტრადირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებს, სადაც ის კიბერდანაშაულშია დამნაშავე, რუსეთში დაბადებული პირი კი ამტკიცებს, რომ იქ სიკვდილი ელის.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა