თავი გადაგვპარსეს, გაგვაშიშვლეს და რუსეთის დიდებას ითხოვდნენ - უკრაინელი ქალი სამხედროები

თავი გადაგვპარსეს, გაგვაშიშვლეს და რუსეთის დიდებას ითხოვდნენ - უკრაინელი ქალი სამხედროები
5-04-2022, 23:50 - 2022
2 074

გათავისუფლების შემდეგ უკრაინელი ქალი სამხედროები ტყვეობაში გადატანილ სისასტიკეზე ჰყვებიან. 
 
ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 
 
უკრაინელი მებრძოლი ანასტასია მატრუშენკო რუსი ოკუპანტების ტყვეობისგან გათავისუფლების შემდეგ ჰყვება, რომ ოკუპანტებმა უკრაინელი მებრძოლები ტყვედ აიყვანეს, შეუკრეს ხელები და თვალები აუხვიეს.
 
მისი განცხადებით, უკრაინელ ჯარიკაცებს ჯერ ბელარუსში სიკვდილით ემუქრებოდნენ, შემდეგ კი რუსეთში, ქალაქ ბრიანსკის საგამოძიებო იზოლატორში აწამებდნენ.
 
რუსი ოკუპანტები დატყვევებულ უკრაინელ ქალ სამხედროებს მამაკაცების თანდასწრებით გაშიშვლებას აიძულებდნენ.
 
შეგახსენებთ, უკრაინელი სამხედროები ოკუპანტების ტყვეობისგან 2 აპრილს გათავისუფლდნენ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა