უსაფრთხოების გარანტიები არ გვაქვს - საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას აკეთებს

უსაფრთხოების გარანტიები არ გვაქვს - საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას აკეთებს
1-04-2022, 21:38 - 2022
1 485

„ჩვენ უსაფრთხოების გარანტიები არ გვაქვს, თუმცა მაინც გაბედული ნაბიჯები გადავდგით“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „TV იმედის“ ეთერში განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის უკრაინის გვერდით იდგება.
 
რაც საქართველომ უკრაინის დასახმარებლად გააკეთა, სერიოზული და მნიშვნელოვანი ნაბიჯებია ქვეყნითვის, რომელიც უნიკალურ და ევროკავშირისა და ნატოს წევრი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფება. 
 
ჩვენ არც უსაფრთხოების რაიმე გარანტიები გვაქვს და არც ნატოს მე-5 მუხლი გვიცავს და პირიქით, ვართ მყისიერი ოკუპაციის საფრთხის ქვეშ, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობთ. 
 
რამდენიმე კილომეტრში რუსეთის საოკუპაციო ჯარები დგას და მათთან ერთად ვცხოვრობთ. 
 
მიუხედავად ამისა, უკრაინის მხარდაჭერის კუთხით, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან გაბედული ნაბიჯები გადავდგით. ყოველთვის უკრაინის გვერდით ვიდგებით
“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა