CNN: რუსეთს უკრაინაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ჯარი გადაჰყავს

CNN: რუსეთს უკრაინაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ჯარი გადაჰყავს
25-03-2022, 23:49 - 2022
1 254

რუსეთს უკრაინაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ჯარები გადაჰყავს. 
 
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თანამდებობის პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
წყაროს თქმით, აშშ-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გარკვეული რაოდენობის სამხედროების გადაადგილება დააფიქსირა, თუმცა პენტაგონს ჯარისკაცების ზუსტი რაოდენობის დასახელება არ შეუძლია.
 
ახლა გვაქვს იმის მინიშნებები, რომ საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით ძალების გადაყვანა ხდება“, - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თანამდებობის პირმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა