პენტაგონი: რუსი სამხედროები სათანადო აღჭურვილობის არქონის გამო იყინებიან

პენტაგონი: რუსი სამხედროები სათანადო აღჭურვილობის არქონის გამო იყინებიან
23-03-2022, 00:18 - 2022
1 424

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, რუსი სამხედროები სათანადო აღჭურვილობის არქონის გამო იყინებიან.
 
პენტაგონის მაღალჩინოსნის განცხადებით, სათანადო აღჭურვილობის ნაკლებობას ემატება რუსულ ძალებს შორის საკვებისა და საწვავის დეფიციტი.
 
მისივე თქმით, რუსეთის არმიას კვლავ აქვს ლოჯისტიკის და მდგრადობის პრობლემები. 
 
მათ ჯარისკაცებს აქვთ აღჭურვილობის პრობლემა. გვაქვს ინდიკატორები, დავასკვნათ, რომ ზოგიერთი მათგანი ფრონტიდან გაიყვანეს, რადგან გაიყინნენ“, - განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა