NATO-ს ქვეყნები სლოვაკეთში საჰაერო თავდაცვის სისტემებს ათავსებენ

NATO-ს ქვეყნები სლოვაკეთში საჰაერო თავდაცვის სისტემებს ათავსებენ
20-03-2022, 19:45 - 2022
698

სლოვაკეთში NATO-ს ქვეყნების მიერ მიწოდებული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩასვლა და განთავსება დაიწყო. 
 
სისტემაზე გერმანიის და ნიდერლანდების სამხედრო ძალები იმუშავებენ. თავდაპირველად ის სლოვაკეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე აეროპორტში განთავსდება. ქვეყნის განმარტებით, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვის გაძლიერებაა.
 
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის, იაროსლავ ნადის თქმით, Patriot-ის სისტემები S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემასთან ერთად ქვეყნის თავდაცვისთვის  შემავსებელი რგოლი იქნება და არა მათი შემცვლელი.
 
17 მარტს სლოვაკეთმა გამოთქვა წინასწარი მზადყოფნა, უკრაინას გადასცენ საბჭოთა პერიოდის S-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ და NATO ჯერ კიდევ განიხილავენ, თუ როგორ ჩაანაცვლებენ სლოვაკეთის საჰაერო თავდაცვის შეიარაღებას და როგორ მიაწვდიდნენ სისტემებს უკრაინას. ამავე წყაროების ცნობით, სლოვაკეთს სურდა, რომ საჰაერო თავდაცვის კომპლექსები დაუყოვნებლივ ჩაენაცვლებინათ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა