გორის საკრებულოს თავმჯდომარე მაინერებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

გორის საკრებულოს თავმჯდომარე მაინერებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს
3-02-2022, 15:21 - 2022
537

გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე კულტურის სამსახურში აღმოჩენილი მაინერებისა და ბიტკოინების ქარხნის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.

რაზმაძის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი ქვათაძე დანაშაულს მარტო ვერ ჩაიდენდა. 

„შესაბამისი სამსახურები სწავლობენ ამ თემას. ძალიან ძნელია კომენტარის გაკეთება იმის შესახებ, რომ სხვამაც იცოდა ან არ იცოდა, მაგრამ ეჭვია, რომ ერთი კაცი ამ საქმეს ვერ გააკეთებდა. ცენტრის ხელმძღვანელმა მე გუშინ მითხრა, რომ დიდი ხანია მე ამაზე ეჭვი მქონდა და მივლენილი მყავდა ხალხი, რომ ეს თემა შეესწავლათ და ვერ იპოვესო. ალბათ, ქვათაძე აღარ იმუშავებს გორის კულტურის სააგენტოში“, - განაცხადა დავით რაზმაძემ.

შეგახსენებთ, რომ გორის მერიის კულტურის სააგენტოში მაინერები იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მაინერები გიორგი ქვათაძეს ეკუთვნის.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა