განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ვინ რამდენი მანდატით იქნება წარმოდგენილი მეათე მოწვევის პარლამენტში - ირაკლი კობახიძის განმარტება

ვინ რამდენი მანდატით იქნება წარმოდგენილი მეათე მოწვევის პარლამენტში - ირაკლი კობახიძის განმარტება
21-11-2020, 20:20
ავტორი: ლანა მრავლაძე

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით არსებული 17 მაჟორიტარული ოლქი 20:00 საათზე დაიხურა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები.

მისივე განმარტებით, მეათე მოწვევის პარლამენტში მანდატები ასე გადანაწილდება: „ქართული ოცნება“ - 90, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 36 მანდატი, „ევროპული საქართველო“ 5, ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“ 4-4 მანდატი, „მოქალაქეები“ 2 მანდატი, „ლეიბორისტული პარტია“ 1 მანდატი.

„ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები, როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები, შესაბამისად მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, ოპოზიციას შორის კი მანდატები ასე ნაწილდება: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 36 მანდატი, „ევროპული საქართველო“ 5 მანდატი, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“ 4-4 მანდატი, „მოქალაქეები“ 2 მანდატი, „ლეიბორისტული პარტია“ 1 მანდატი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
მოინახულეს 281-ჯერ
კომენტარები