ლუკაშენკო - ჩემთვის საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედია იყო

ლუკაშენკო - ჩემთვის საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედია იყო
19-03-2022, 15:50 - 2022
913

„ჩემთვის საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედია იყო“, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ იაპონური მედია TBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 
 
მან ასევე აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედია იყო მთელი მსოფლიოსთვის.
 
მე ამ ქვეყანაში დავიბადე და ვცხოვრობდი. ამ ქვეყნის ერთგული ვიყავი. კომუნისტური პარტიის წევრი ვიყავი. ამ დროს ბელარუსის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვიყავი. პოლიტიკაში ჩართული ვიყავი. ამიტომაც, ჩემთვის, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, მთელი მსოფლიო ახლა მიხვდა ამას, ეს იყო ტრაკედია. საბჭოთა კავშირის დაშლა - ეს იყო ტრაგედია.
 
საბჭოთა კავშირს დღემდე რომ მოეღწია, მსოფლიოში ყველა კონფლიქტს თავიდან ავირიდებდით. ყველას. დასავლეთსა და ამერიკას მუდამ უწევდათ საბჭოთა კავშირის პოზიციის გათვალისწინება... მსოფლიო მრავალპოლუსიანი იყო და ერთი პოლუსი მეორეს ათანაბრებდა. ახლა, იმის მიზეზი, რაც მსოფლიოში ხდება, არის ერთპულუსიანობა
“, - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა