უამინდობის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

უამინდობის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
11-03-2022, 23:56 - 2022
986

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.
 
უწყების ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
 
ზვავსაშიშროების გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ43-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
 
ზვავსაშიშროების ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
 
თოვის, ქარბუქის და ლიპყინულის გამო, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა