წულუკიანი: კარგი იქნებოდა 2024-ში ხელისუფლების შეცვლა

წულუკიანი: კარგი იქნებოდა 2024-ში ხელისუფლების შეცვლა
11-03-2022, 02:08 - 2022
1 566

„კარგი იქნებოდა 2024-ში ხელისუფლების შეცვლა“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ტვ იმედის“ ეთერში განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა ბრძოლა უნდა გააგრძელონ.
 
ღმერთმა არ ქნას, რაღაც მოხდეს, ისევ ქალებისა და ნამდვილი ვაჟკაცი კაცების დასაცავი გახდება ეს ქვეყანა, რომლებიც მიატოვეს მაშინ ბრძოლის ველზე. 
 
ეს არის, რაც არ უნდა ღიმილითა და ქილიკით ვისაუბროთ, ტრაგედია, და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ჩაბარდება წარსულს, იმიტომ რომ პარტია, რომელიც ხდება ომის პარტია, რომლისთვისაც სულ ერთია ჩვენი შვილები დაიხოცებიან, არ დაიხოცებიან, იტირებენ, არ იტირებენ, ჩვენი მოხუცები ჩაიხოცებიან, ჯარისკაცები იქნებიან თუ არა ცოცხლები, რა თქმა უნდა, მათ მომავალი არ აქვთ და ამას მომავალ არჩევნებზე მათ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ.
 
თუმცა, მე სულ ვფიქრობდი აქამდე, რომ კარგი იქნებოდა 2024 წელს ხელისუფლება შეცვლილიყო, მაგრამ ახლა, ამათი შემყურე, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ
“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა