ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედანი რუსეთის სამხედრო ძალებმა დაიკავეს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედანი რუსეთის სამხედრო ძალებმა დაიკავეს
4-03-2022, 11:09 - 2022
697

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედანი რუსეთის სამხედრო ძალებმა დაიკავეს, - ამის შესახებ უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის პრესსამსახური იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ელექტროსადგურის ექვსივე ენერგობლოკი მთლიანობას ინარჩუნებს. უწყების თქმით, დაზიანებულია სამშენებლო კონსტრუქციები, თუმცა ენერგობლოკების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი სისტემები მწყობრშია. 

უკრიანული მედიის ინფორმაციით, ადგილზე რადიაციის ცვლილება არ ფიქსირდება. მათივე ცნობით, გააქტიურებულია ანტიკრიზისული შტაბი.

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს, ღამით რუსი ოკუპანტების მიერ ნასროლი ჭურვი  ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პირველ ენერგობლოკს მოხვდა. შემთხვევის შედეგად, ადგილზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა