საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა ათეულშია

საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა ათეულშია
1-02-2022, 18:41 - 2022
756

2021 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

აღიშნულის შესახებ ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტომ (EUAA) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც 2021 წლის ნოემბერს მოიცავს. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო დაცვის შესახებ 71 400-მდე განაცხადი შევიდა.

2021 წლს ნოემბერში ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით ყველაზე მეტი განაცხადი შევიდა შემდეგი ქვეყნებიდან: ავღანეთი, სირია, ერაყი. ვენესუელა, პაკისტანი, კოლუმბია, ბანგლადეში, საქართველო და სომალი.

ანგარიშის თანახმად, 2021 წლის ნოემბერში თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადი საქართველოს 1 680-მა მოქალაქემ შეიტანა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა