დეკანოიძე მათიკაშვილს - მესიჯბოქსი არ გივარგათ, ძალიან უგემოვნოდ იყო დაწერილი

დეკანოიძე მათიკაშვილს - მესიჯბოქსი არ გივარგათ, ძალიან უგემოვნოდ იყო დაწერილი
1-02-2022, 15:36 - 2022
625

„მესიჯბოქსი არ გივარგათ, უგემოვნოდ იყო დაწერილი, შემდეგში რომ დაწერთ, ან დაგიწერენ, სჯობს, რომ უფრო გამართულად ააგოთ“, - ასე მიმართა „ენმ“-ის წევრმა, ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, დავით მათიკაშვილს.
 
დეკანოიძემ აღნიშნული მას შემდეგ თქვა, რაც დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის კარი მხოლოდ მაშინ მოძებნა, როდესაც ქუჩის აქციების პროექტმა ფიასკო განიცადა“.
 
„მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს მოსწყინდათ, რომ თქვენი მთავარი საზრუნავი ჩვენზე საუბარია, ჩვენთვის მიმართვაა, მაგრამ მე მგონი ვადა გაუვიდა უკვე ამ ყველაფერს, ამიტომ შემდეგში რომ დაწერთ ან დაგიწერენ, ჯობს, რომ უფრო კონსტრუქციულად, უფრო გამართულად და უფრო თანამედროვედ ააგოთ ხოლმე ეს რაღაც ტრაფარეტული გზავნილები. არ ვაპირებდი პასუხის გაცემას, მაგრამ მომიწია“, - მიმართა დეკანოიძემ მათიკაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა