ირაკლი ზარუქა: ხაბემ რეკორდი მოხსნა სიცრუეში

ირაკლი ზარუქა: ხაბემ რეკორდი მოხსნა სიცრუეში
1-02-2022, 15:14 - 2022
443

„ხაბემ საერთოდ რეკორდი მოხსნა სიცრუესა და სიცრუის ტირაჟირებაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით თქვა.

მან პლენარულ სხდომაზე წარადგინა დოკუმენტი, რომელიც, მისი თქმით, ასახავს იმას, რომ მაშინდელმა მერმა გიგი უგულავამ რეკრეაციული ზონა გაყიდა. ზარქუა მიმართავს ხაბეიშვილს, რომ თუ ცხება, ბოდიშს მოიხდის და პოლიტიკიდან წავა, ხოლო თუ ხაბეიშვილი ტყუის, ის წავა პოლიტიკიდან. 

„ხაბემ საერთოდ რეკორდი მოხსნა სიცრუესა და სიცრუის ტირაჟირებაში. ისე გამაოცა, რომ აგერ ვკითხე ქალბატონ ელისოს, გაოგნებული მიყურებდა, დღეს პირველი აპრილი ხომ არ არის-მეთქი, არა, პირველი თებერვალიაო. ხაბე, მოდი აგერ მოგცემ აი ჯიგარო, შენ რომ მუშაობდი მერიაში სადაც ხელფასთან ერთად პრემიას, დანამატს იღებდი შენმა მერმა უგულავამ გადასცა ეს მიწა 366 კვადრატი რეკრეაციული ზონა გაყიდა. გამოდი და თქვი სიმართლე. თუ მე ვტყუი, ბოდიშს მოვიხდი და ხელისუფლებიდან წავალ, თუ შენ ტყუი, შენ წადი, შე მასხარა შენა. მოდი ცოტა ადეკვატურობაში“, - მიმართა ზარქუამ ხაბეიშვილს.

კომენტარები
რეკლამა