ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადა

ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადა
28-02-2022, 22:25 - 2022
351

საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, სანქციებს კიდევ სამი რუსული ბანკი დაექვემდებარება.

როგორც ტრასმა თემთა პალატაში აღნიშნა, ბრიტანეთის EB-ის, Sovcombank-ისა და Otkrytie Bank-ის აქტივებს გაყინავს. მისი თქმით, რუსული გიგანტი, როგორიცაა „გაზპრომი“, ლონდონში ვალის ან აქციების გაცემას ვეღარ შეძლებენ.

„დღეს შემიძლია წარმომადგენელთა პალატას ვაცნობო, რომ შემოვატან ორ ახალ კანონპროექტს სანქციების შესახებ“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.

მან ასევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი აკრძალავს რუსეთში ექსპორტს ბრიტანეთიდან რიგ „კრიტიკულ სექტორებში“. ეს მოიცავს მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობას, როგორიცაა მიკროელექტრონიკა, საზღვაო და სანავიგაციო აღჭურვილობა. ეს შეასუსტებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალს და გახდება მუხრუჭი რუსეთის ეკონომიკაზე მრავალი წლის განმავლობაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა