გიორგი მარგველაშვილი განცხადებას აკეთებს

გიორგი მარგველაშვილი განცხადებას აკეთებს
27-02-2022, 18:26 - 2022
2 104

„არის მომენტები ერის ისტორიაში, რომელიც განაპირობებს არამხოლოდ დღევანდელ დღეს, არამედ განაპირობებს მომავალს“, - ამის შესახებ მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ის ამბობს, ქართველ ხალხს ახსოვს ის დახმარება, რაც უკრაინა ჩვენს ქვეყანას 2008 წელს გაუწია. მარგველაშვილის თქმით, დროა, რომ საქართველომ იგივე უკრაინისთვის გააკეთოს. 

„არის მომენტები ერის ისტორიაში, რომელიც განაპირობებს არამხოლოდ დღევანდელ დღეს, არამედ განაპირობებს მომავალს. იმ მომავალს, რომელშიც ჩვენი შვილები, შვილიშვილები და მათი შთამომავლობა ერთად ააშენებენ უკეთეს მსოფლიოს. დრეს ასეთი მომენტია. როდესაც ასეთი რთული დღეები ედგა საქართველოს 2008 წელს, უკრაინელმა ხალხმა თავისი ვალი ისტორიის, საკუთარი ღირსების და ქართველი ხალხის წინაშე დიდი სიამაყითა და ღირსებით გადაიხადა. ჩვენ ეს გვახსოვს. დღეს ასეთი დღე უდგას საქართველოს. დღეს ჩვენი დროა, რომ გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი შთამომავლობა უკრაინელ ხალხს ნათლად უსწორებდნენ თავს და იხედებოდნენ მომავალში. უკრაინა დღეს იბრძვის და უკრაინა გაიმარჯვებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა