მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადადოს 2 აპრილის არჩევნები - ბადრი ჯაფარიძე

მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადადოს 2 აპრილის არჩევნები - ბადრი ჯაფარიძე
27-02-2022, 17:24 - 2022
529

უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, მივიღე გადაწყვეტილება, შევაჩერო ჩემი მონაწილეობა რუსთავის შუალედურ არჩევნებში, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მანვე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ 2 აპრილს დაგეგმილი შუალედური არჩევნები გადადოს და მთელი რესურსი უკრაინის დასახმარებლად მიმართოს.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადადოს 2 აპრილის არჩევნები, რადგან, პრაქტიკულად, საგანგებო მდგომარეობაში, შეუძლებელია ნორმალური საარჩევნო პროცესის წარმართვა. ჩვენ ყველას გვესმის, რომ უკრაინაში ახლა წყდება არამხოლოდ უკრაინის თავისუფლების ბედი, წყდება საქართველოს ბედიც. შესაბამისად, ყველა რესურსი მობილიზებული უნდა იყოს უკრაინის დასახმარებლად. ჩვენ მტკიცე პასუხი უნდა გავცეთ პუტინსა და მის მარიონეტებს, რომლებიც, სამწუხაროდ, მრავლად არიან საქართველოს ხელისუფლებაში დღეს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა