განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში გიჟური მხარდაჭერა მაქვს

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში გიჟური მხარდაჭერა მაქვს
4-05-2021, 14:42
ავტორი: მერი ტაბატაძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „დოიჩე ველესთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ დარწმუნებულია, საქართველოში ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არჩევნები მოიპარეს, მაგრამ შემდეგ ევროპელები ჩაერივნენ და მიღწეულია შეთანხმება, რომელიც „სრულყოფილისგან შორს არის", თუმცა შემოდგომაზე რეფერენდუმის ჩატარებას უზრუნველყოფს.

ექსპრეზიდენტმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ საქართველოს ხელისუფლება მას ისევე მოექცეს, როგორც ნავალნის რუსეთი და თქვა, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი საკმარისად არის მობილიზებული.

„მე გიჟური მხარდაჭერა მაქვს. ნავალნი გმირად მიმაჩნია, ჯერჯერობით რუსეთში (ის) ასეთი მხარდაჭერა არ არსებობს მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს დადგება თუ ნავალნი გადარჩება”, - განაცხადა სააკაშვილმა.

გაზიარება
მოინახულეს 231-ჯერ
კომენტარები