განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ არასდროს და არავინ უნდა გაილაშქროს - მაჭარაშვილი

საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ არასდროს და არავინ უნდა გაილაშქროს - მაჭარაშვილი
4-05-2021, 14:15
ავტორი: ლიზი ჯიხვაძე

„საქართველოში არასდროს და არავინ უნდა გაილაშქროს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მელიამ სახელმწიფო ინსტიტუტების წინაღმდეგ გალაშქრება ამაოდ სცადა, რადგან მას იმედი ჰქონდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და ისე გამოვიდოდა ციხიდან.

„მელიას პრინციპი, რომ არ გადაიხდიდა გირაოს და ვერ დაიჭერდნენ, არ შედგა. გარდა ამისა, ვერ შედგე ისიც, რომ არ გადაიხდიდა გირაოს და ისე გამოვიდოდა ციხიდან. ეს გვაძლევს იმის დასკვნის საშუალებას, რომ - საქართველოში არასდროს და არავინ უნდა გაილაშქროს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაზიარება
მოინახულეს 111-ჯერ
კომენტარები