განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ნათია თურნავა - ჩვენს ავიაბაზარს ახალი ავიაკომპანიები ემატება

ნათია თურნავა - ჩვენს ავიაბაზარს ახალი ავიაკომპანიები ემატება
4-05-2021, 13:30
ავტორი: მერი ტაბატაძე

„მიუხედავად კოვიდ პანდემიისა ვხედავთ, რომ არამარტო არსებული ავიაკომპანიები აღადგენენ ფრენებს, არამედ ახალი ავიაკომპანიები ემატება ავია ბაზარს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის გამოკვეთილი ნიშანი იმისა, რომ უფრო ოპტიმისტურად შეხედონ მომავალ ტურისტულ სეზონს.

„მიუხედავად კოვიდ პანდემიისა ვხედავთ, რომ არამარტო არსებული ავიაკომპანიები აღადგენენ ფრენებს, არამედ ახალი ავიაკომპანიები ემატება ავია ბაზარს. რამდენიმე შემთხვევა უკვე გვაქვს, განსაკუთრებით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, ვინც ქუთაისის აეროპორტში იფრენენ. ასევე თბილისისა და ბათუმის აეროპორტშიც იფრენენ. ეს არის გამოკვეთილი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ უფრო ოპტიმისტურად შევხედოთ მომავალ ტურისტულ სეზონს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
მოინახულეს 84-ჯერ
კომენტარები