განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

თბილისის მერიამ წყალბურთელთა გუნდ „თბილისის“ დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლა

თბილისის მერიამ  წყალბურთელთა გუნდ „თბილისის“ დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლა
4-05-2021, 13:24
ავტორი: ლიზი ჯიხვაძე

5 წლიანი მუშაობის შემდეგ წყალბურთელი, რევაზ ჩომახიძე თბილისის მერიიდან გაათავისუფლეს.

ჩომახიძის ინფორმაციით, ის სამსახურიდან მას შემდეგ გაუშვეს, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდა.

წყალბურთელთა გუნდ „თბილისის“ ყოფილი დირექტორის თქმით, „თბილისის მერია“ ქვეყნის წარმატებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და მის პოლიტიკურ გემოვნებას არ უნდა განიხილავდეს.

„მერიამ მიიღო გადაწყვეტილება ჩემს გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ვიყავი წყალბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და ბოლო დრომდე საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყავი. ჩვენ უნდა ვიყოთ ქვეყნის წარმატებაზე ორიენტირებულები და ჩემს პოლიტიკურ გემოვნებას სხვები არ უნდა განიხილავდნენ“, - აღნიშნა ჩომახიძემ.

გაზიარება
მოინახულეს 149-ჯერ
კომენტარები