განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

3-12 მაისის ჩათვლით თბილისში ავტობუსებისათვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობა აკრძალული იქნება

3-12 მაისის ჩათვლით თბილისში ავტობუსებისათვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობა აკრძალული იქნება
4-05-2021, 13:08
ავტორი: ლიზი ჯიხვაძე

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების მიუხედავად, ავტობუსებისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილება აკრძალული იქნება, - ამის შესახებ „დეილიინფოს“ „თბილის მერიაში“ განუცხადეს.

„დეილიინფოსთან“ საუბარში მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თუ აღნიშნულ აკრძალვასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება, მერია განცხადებას წინასწარ გაავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-12 მაისს ქვეყნის მასშტაბით ჩერდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.

გაზიარება
მოინახულეს 109-ჯერ
კომენტარები