განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ვოლსკი - მელია შტორმის მომწყობთა ბრიგადირის როლიდან ვერ გამოდის

ვოლსკი - მელია შტორმის მომწყობთა ბრიგადირის როლიდან ვერ გამოდის
4-05-2021, 12:32
ავტორი: ნინა ჯანგირაშვილი

„მელია გირაოს უნდა დათანხმდეს, მაგრამ იმ როლიდან ვერ გამოდის, რომელსაც შტორმის მომწყობთა ბრიგადირი ჰქვია“, - ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრი, გიორგი ვოლსკი აცხადებს.

მანვე აღნიშნა, რომ მელია ამ როლით პოლიტიკური გმირი და წამებული ვერ გახდა.

„გირაოსთან დაკავშირებით არანაირი პოლიტიკური სვლა არ იქნება. პრაქტიკულად სვლა აღარ დარჩა, გირაოს უნდა დათანხმდეს და გამოვიდეს, მაგრამ იმ როლიდან და ფუნქციიდან ვერ გამოდის, რომელსაც შტორმის მომწყობთა ბრიგადირი ჰქვია. ეს არის ის როლი და ფუნქცია, რაც მოირგო და ამ როლით ვერ გახდა პოლიტიკური გმირი და პოლიტიკური წამებული. რაღაც სისულელეებს იგონებენ და ამის გარშემო უნდათ, რომ შექმნან გაურკვეველი სიტუაცია. აქ მუშაობაა საჭირო და ამ მუშაობის რესურსი არ გააჩნია კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და უნდა, რომ ყველა ჩაითრიოს იმ პროცესში, რომელიც თვითონ დაგეგმეს. ამ სიტუაციაში ერთადერთი მოგებული გარეშე ძალა ვინც არის გამოდის რუსეთი და ფაქტობრივად, ფეხაწყობით არის ეს პოლიტიკა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება
მოინახულეს 188-ჯერ
კომენტარები