განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს - გარემოს ეროვნული სააგენტო

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს - გარემოს ეროვნული სააგენტო
4-05-2021, 11:37
ავტორი: მერი ტაბატაძე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან 6 მაისი ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება.

უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.

„4 მაისს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში 5 მაისის დილამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 6 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება
მოინახულეს 111-ჯერ
კომენტარები