განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა
4-05-2021, 09:48
ავტორი: მერი ტაბატაძე

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.

გამოცემა იუწყება, რომ ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ19"-ის 355 832 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დელიში სამედიცინო ჟანგბადის დეფიციტი კვლავ გრძელდება. დელის მთავარმა მინისტრმა არვინდ კეჯრივალმა არაერთხელ თქვა, რომ ქალაქი არ იღებს საკმარის ჟანგბადს ფედერალური მთავრობისგან. BBC წერს, რომ ფედერალური მთავრობის წარმომადგენლები უარყოფენ დეფიციტის არსებობას და ამბობენ, რომ გამოწვევა ტრანსპორტირებიდან გამომდინარეობს.

გაზიარება
მოინახულეს 85-ჯერ
კომენტარები