განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

სომხეთის პრეზიდენტმა პრემიერის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

სომხეთის პრეზიდენტმა პრემიერის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა
3-05-2021, 16:36
ავტორი: dailyinfo

სომხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფაშინიანის კანდიდატურას მხარი ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, სამი წინააღმდეგი იყო, 75-მა კი თავი შეიკავა.

არმენპრესის"ცნობით, განხილვაში საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, „აყვავებული სომხეთისა“ და „გაბრწყინებული სომხეთის“ წევრები არ ჩართულან.

ცნობისთვის, თუ პარლამენტი ერთ კვირაში პრემიერს ვერ აირჩევს, პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი არჩევნები ოფიციალურად დაინიშნება.

გაზიარება
მოინახულეს 89-ჯერ
კომენტარები