კიევში რუსული ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა

კიევში რუსული ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა
26-02-2022, 11:00 - 2022
431

კიევში, ლობანოვსკის გამზირზე, რუსული ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ Telegram-ზე დაწერა. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. კლიჩკოს თქმით, მიმდინარეობს შენობიდან ევაკუაცია.

„26 თებერვალს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ ჭურვი მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს (17-18 სართული) ლობონოვსკის გამზირზე 6 ა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა