განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ტიკარაძის განცხადებით, ხელისუფლება შეზღუდვების თანმიმდევრული მოხსნისათვის მზად არის

ტიკარაძის განცხადებით, ხელისუფლება შეზღუდვების თანმიმდევრული მოხსნისათვის მზად არის
28-04-2021, 14:02
ავტორი: ლიზი ჯიხვაძე

„ჩვენ სრულად მზად ვართ შეზღუდვების თანმიმდევრული მოხსნისათვის, მაგრამ ამისთვის უფრო აქტიურად უნდა ვაწარმოოთ ვაქცინაცია და დავიცვათ უსაფრთხოების წესები“, - ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა,რომ ვაქცინაცია მოსახლეობის უფლება და პასუხისმგებლობაცაა.

„მინდა ვისარგებლო ამ ტრიბუნით და მოსახლეობას მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად დაიცვან არსებული რეკომენდაციები. ასევე, გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და რაც მთავარია, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რომელიც მოსახლეობის უმეტესი ნაწილისათვის უკვე ხელმისაწვდომია. ვაქცინაცია ჩვენი უფლება და პასუხისმგებლობაა. ჩვენ სრულად მზად ვართ შეზღუდვების თანმიმდევრული მოხსნისათვის, მაგრამ ამისთვის უფრო აქტიურად უნდა ვაწარმოოთ ვაქცინაცია და დავიცვათ უსაფრთხოების წესები. ხელისუფლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გამოცხადდეს კიდევ ერთი „ლოქდაუნი“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ

გაზიარება
მოინახულეს 4 359-ჯერ
კომენტარები