შანაი ბრუკის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

შანაი ბრუკის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
22-02-2022, 16:39 - 2022
569

საქართველოში მოკლული შანაი ბრუკის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საქმის პროკურორის განცხადებით, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულმა ძმას და რძალს მომხდარის შესახებ უამბო და დაემუქრა, რომ პოლიციაში გაცხადების შემთხვევაში, მათ და მათ შვილს მოკლავდა.

ამასთანავე, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდებულს ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღების კვალი აღენიშნებოდა, თუმცა ექსპერტის აზრით, მკვლელობის მომენტში ის საღ გონებაზე იყო.

„დადგენილია, რომ აღენიშნება ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარების კვალი, თუმცა ამავე დროს ექსპერტი აღწერს, რომ ეს ვერ ახდენს გავლენას მის შერაცხადობაზე. დანაშაულის ჩადენისას ის იყო შერაცხადი, ასევე როგორც არ იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში. მკვლელობის დღესვე ის თავის ოჯახის წევრებს ეუბნება მომხდარის დანაშაულის შესახებ და ასევე, მის ძმის ცოლს აფრთხილებს, რომ თუ იგი განაცხადებს მომხდარზე პოლიციაში, შურს იძიებს მასზე როგორც მისი, ასევე მისი შვილის მკვლელობით“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

პროკურორისგან განსხვავებით დაკავებულის უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში მისი დაცვის ქვეშ მყოფი აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„ყველას ბოდიში მოუხადა, თუკი ვინმე შემხებლობაშია, რა თქმა უნდა, ოჯახსაც. ძალიან ნანობს და განიცდის რაც მოხდა იმ დღეს. აქვს მას გარკვეული პრობლემები ფსიქიკური, აღქმა არ შეუძლია რატომ მოხდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება აიხსნას თუ რა მოხდა იმ დღეს და რატომ ვერ გაიაზრა. თვითონაც ვერ აღწერს დეტალურად, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. მისი განმარტება იყო, რომ ვერ ვხვდებიო, ალბათ, იმ წუთას გაიღვიძა ჩემში ყველაზე დიდმა ეშმაკმა, რომელიც ვერ დავძლიეო“, - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა